„ბარსელონა“ ზუნიგასა და კინტეროს აკვირდება

„ბარსელონა“ ზუნიგასა და კინტეროს აკვირდება

სერია A-ში მოთამაშე 2 კოლუმბიელი ფეხბურთელის, ხუან ზუნიგასა და ხუან კინტეროს აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტების შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის "ბარსელონაა" დაინტერსებული.

"დადასტურებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რამდენიმე ძლიერი ესპანური და ინგლისური კლუბის მხირდან ზუნიგას მიმართ დაინტერესება არის.

ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერი კლუბს შეუძლია არაერთ პოზიციაზე გამოიყენოს.

ზუნიგას თვალყურს "ბარსელონაც" ადევნებს, ისევე, როგორც კინტეროს." - განუცხადა ფეხბურთელების აგენტმა, რიკარდო კალერიმ Radio Crc-ს.

ხუან კამილო ზუნიგა 27 წლის უნივერსალი ფეხბურთელია. მას შეუძლია ითამაშოს როგორც მარჯვენა მცველად, ასევე ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე. ყოფილა შემთხვევები, კოლუმბიელს ნახევარდაცვის ცენტრშიც უთამაშია. 2005 წლიდან, ზუნიგა კოლუმბიის ნაკრების წევრია, ხოლო 2009 წელს, იგი "ნაპოლიში" გადავიდა და დღეს, იგი გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

ხუან ფერნანდო კინტერო ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. "პესკარაში", იგი როგორც შეტევის მარჯვენა ფლანგზე, ასევე ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს. კინტეროს, კოლუმბიის ნაკრებში, 1 თამაში აქვს ჩატარებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.