„ბარსელონა“-„მალაგა“ - საინტერესო ფაქტები

„ბარსელონა“-„მალაგა“ - საინტერესო ფაქტები

ესპანეთის თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩი, "ბარსელონასთვის", არცთუ კარგად დასრულდა. კატალონიელებმა 10-კაციანი მეტოქე ვერ დაამარცხეს და 2:2 ითამაშეს, რაც, განმეორებით თამაშის წინ, უპირატესობას "მალაგას" აძლევს.

გთავაზობთ "ბარსელონასა" და "მალაგას" შორის გამართულ შეხვედრაში დაფიქსირებული საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.

  • ესპანეთის თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ "ბარსელონამ" ვერ მოიგო. წინა ოთხ შემთხვევაში, ვილანოვას გუნდი მეტოქის დამარცხებას ახერხებდა;
  • "ბარსელონამ" 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა;
  • ესპანეთის თასზე, პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში ფრედ "ბარსამ" ბოლოს 2010-11 წლების სეზონში დაასრულა, როდესაც ბილბაოს "ატლეტიკთან" 0:0 ითამაშა. განმეორებითი თამაში 1:1 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე კატალონიელები გავიდნენ;
  • მას შემდეგ, რაც გასვლაზე გატანილი გოლის წესი შემოიღეს, ესპანეთის თასზე, პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში 2:2 "ბარსამ" პირველად დაასრულა;
  • "მალაგასთან", გასვლაზე ჩატარებული ბოლო 5 თამაშის შედეგი "ბარსელონას" გამეორებით მატჩში ხელს აძლევს (1:4, 0:2, 1:3, 1:4, 1:3);
  • გუშინდელ შეხვედრაში, "ბარსელონა" ბურთს დროის 70%-ის განამვლობაში ფლობდა. კატალონიელებმა 726 პასი გააკეთეს, ანდალუსიელებმა - 256;
  • ტიაგო ალკანტარამ ყველაზე მეტი, 97 ზუსტი გადაცემა გააკეთა (11-დან);
  • პუიოლის გოლი მე-6 იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში, "ბარსელონამ" კუთხურიდან გაიტანა;
  • ლიონელ მესიმ, გოლის გატანა ბოლო შვიდ შეხვერაში მოახერხა;
  • ლიონელ მესიმ ზედიზედ მე-13 ისეთ თამაშში გაიტანა, რომელიც მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო;
  • ხავიერ მასკერანომ, მეტოქეს ბურთი 18-ჯერ აართვა, ხოლო ალექს სონგმა - 14-ჯერ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.