სუბისარეტა: "მოხარული ვარ გვარდიოლას გამო"

სუბისარეტა: "მოხარული ვარ გვარდიოლას გამო"

 

გერმანულმა კლუბმა ოთხშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან მათ გუნდს ხოსეპ გვარდიოლა გაწვრთნის. ეს ინფორმაცია "ნოუ კამპზეც" გაიგეს: "მოხარული ვარ გვარდიოლას გამო. ეს ნიშნავს, რომ ის კარგადაა და მომავალ სეზონს დასვენებული შეხვდება. ის მოწადინებულია მსოფლიო ფეხბურთში დასაბრუნებლად".

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მან არ იცის კონტრაქტის დეტალები, თუმცა იცის, თუ რატომ აირჩია პეპმა "ბაიერნი": "ეს არის გუნდი, რომელსაც დიდებული პროექტის შემოთავაზება შეუძლია, მათ ასევე დიდებული მოთამაშეები ყავთ. პეპმა იპოვა ის, რასაც ეძებდა და ძალიან მიხარია".

"უმაღლესი დონის გუნდი"

ტიტო ვილანოვამ ასევე ისაუბრა პეპის დაბრუნების შესახებ: "ძალიან მოხარული ვარ მისი დაბრუნების გამო. "ბაიერნი" დიდებული გუნდია. მე არ ვიცი რამდენი კლუბი ეძახდა მას და რა შეთავაზებები კეთდებოდა, თუმცა მას უმაღლესი დონის გუნდი ეყოლება. მას გუნდის ასარჩევად დიდი დრო ჰქონდა. "ბაიერნი" ისტორიული გუნდია, მათ 4–ჯერ აქვთ ჩემპიონთა ლიგა მოგებული და შესანიშნავი პირობები აქვთ".

აქვე გთავაზობთ მოთამაშეების კომენტარებს:

კარლეს პუიოლი: "ეს დიდებული კლუბია და დიდებული მწვრთნელი. ის ევროპის ერთ–ერთ უდიდესს კლუბში მიდის და საუკეთესოს ვუსურვებ".

ხავიერ მასკერანო: "მოსალოდნელი იყო, რომ გვარდიოლა ისეთ დიდებულ გუნდს ჩაიბარებდა, როგორიც "ბაიერნია". მათ უამრავი გერმანელი მოთამაშე ყავთ, აქვთ განსაზღვრული ფილოსოფია და თამაშის სტილი".

ხოსე მანუელ პინტო: "ვიცოდით, რომ მას კვლავ სურდა გუნდის გაწვრთნა. მას საუკეთესოს ვუსურვებ. თუკი პეპი ბედნიერია, მაშინ ჩვენც ბედნიერები ვართ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.