"ბარსელონას" ვალდესის შემცვლელად 6 კანდიდატს განიხილავს
"ბარსელონა" ვიქტორ ვალდესის შემცვლელს ეძებს. კლუბს უკვე შედგენილი აქვს 6 კანდიდატიანი სია, რომელთაგან ერთ–ერთი მომავალ სეზონში შესაძლოა "ბარსელონას" კარის დარაჯად მოგვევლინოს.
სია შედიან დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ვინსენტე გუაიტა ("ვალენსია"), მარკ–ანდრე ტერ შტეგენი ("მიუნხენგლადბახის ბორუსია"), მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), მარტინ სტეკელენბურგი ("რომა") და ტიბო კურტუა ("მადრიდის ატლეტიკო").
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესის აგენტებმა გუშინ "ბარსელონას" შეატყობინეს, რომ მეკარე კატალონიუ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, რომელსაც ვადა 2014 წლის 30 ივნისს ეწურება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]