ბომბა: ვალდესმა არ გაახანგრძლივა
ვიქტორ ვალდესის აგენტებმა "ბარსელონას" აცნობეს, რომ მეკარე კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, რომელსაც ვადა 2014 წლის 30 ივნისს ეწურება.
3 იანვარს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ვიქტორმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სხვა ჩემპიონატში გადასვლას და ძალების იქ მოსინჯვას. მისივე განცხადებით კონტრაქტის ამოწურვის დროს თავად 32 წლის იქნება, ამიტომაც ძალიან რთული იქნება "ბარსელონას" კარის დაცვა ამდენი ხნის განმავლობაში.
დღეს კი ვალდესის აგენტები "ნოუ კამპის" ოფისში გამოცხადდნენ, სადაც კლუბს აცნობეს, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]