მიულერმა მესის საჩუქარი მიიღო
ლეგენდარულმა გერმანელმა თავდამსხმელმა, გერდ მიულერმა, ლიონელ მესის მიერ მისთვის გაგზავნილი საჩუქარი მიიღო და არგენტინელ ვარსკვალვს მადლობაც გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მესიმ, გერდ მიულერს თავისი მაისური გაუგზავნა, რომელსაც ხელს თავად არგენტინელი ფეხბურთელი აწერდა.
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმის გამო, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისგან მაისური მივიღე." - აცხადებს მიულერი, რომლის რეკორდიც (კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი 85 გოლი) მესიმ 2012 წელს 91 გოლის გატანით დაამხო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]