პირველი წრის სტატისტიკური ლიდერი

პირველი წრის სტატისტიკური ლიდერი

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის ტრიუმფალურად დასრულება მხოლოდ სარეკორდო რაოდენობის ქულების მოპოვებაში არ ასახულა. თითქმის ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში, ლიდერი "ბარსელონაა".

გასაკვირი არავისთვისაა, რომ პირველ წრეში, ყველაზე მეტი ზუსტი პასი "ბარსელონამ" გააკეთა. კატალონიელების გადაცემებიდან 13.475 ზუსტი გამოდგა. "რეალის" შედეგი 8.031 ზუსტი პასია.

ვილანოვას შეგირდები ლიდერობენ გატანილ გოლებში. მათ, მეტოქის კარის აღება 64-ჯერ მოახერხეს. მე-2 ადგილზე მყოფი "რეალის" ანგარიშზე 45 გოლია.

გაშვებული ბურთების რაოდენობა ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რაშიც "ბარსა" ვერ ლიდერობს. კატალონიელებს, 19 თამაშში 20 ბურთი აქვთ გაშვებული. ასეთივე შედეგი აქვთ "ოსასუნასა" და "რეალს", რომლებსაც "მალაგა" და "ატლეტიკო" უსწრებენ.

"ბარსელონას" ფეხბურთელებს ბადალი არ ჰყავთ ფეირ ფლეიში. კატალონელებმა მხოლოდ 28 ბარათი მიიღეს, აქედან 27 ყვითელი. მე-2 ადგილზე "რეალია", რომლის ფეხბურთელებიც 41-ჯერ "გააყვითლეს" და 3-ჯერ "გააწითლეს".

იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონას" ყოველთვის აქვს ბურთის ფლობაში უპირატესობა, გასაკვირი არაა, რომ კატალონიელები იშვიათად არღვევენ თამაშის წესებს. ვილანოვას შეგირდები მხოლოდ 177-ჯერ დაჯარიმდნენ (საშუალოდ 9.3 ჯარიმა თამაშში), რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

"ბარსელონას" მხრიდან, ლა ლიგის ცხრამეტივე შეხვედრაში ვიქტორ ვალდესმა, ლიონელ მესიმ და ჩავი ერნანდესმა ითამაშეს. აქედან მხოლოდ ვალდესმა ჩაატარა ყველა მატჩი შეუცვლელად.

ბუნებრივია, კატალონიელები საუკეთესოები არიან ბურთის ფლობაში. განვლილ 19 თამაშში, ისინი ბურთს 690 წუთის განმავლობაში ფლობდნენ. "რეალის" მაჩვენებელი 498 წუთია.

"ბარსელონა" ლიდერობს საგოლე პასებში. ვილანოვას შეგირდებმა 41 შედეგიანი გადაცემა გააკეთეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.