„ბარსელონა“-„მალაგა“ 3:0 - საინტერესო ფაქტები

„ბარსელონა“-„მალაგა“ 3:0 - საინტერესო ფაქტები

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "მალაგა" 3:0 დაამარცხა და ერთი დღით დაკარგული კუთვნილი პირველი ადგილი დაიბრუნა. გთავაზობთ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს.

  • პედრო და სანჩესი ლა ლიგაში "ბარსელონას" კვლავ საუკეთესო ბომბარდირები არიან. მათ ანგარიშზე 12-12 გოლია. მე-3 ადგილზე მყოფ მესის 8 ბურთი აქვს გატანილი.
  • ალექსის სანჩესი ლა ლიგაში თავის სარეკორდო მაჩვენებელს უკვე გაუთანაბრდა. 2011-12 წლების სეზონში, მას ესპანეთის ჩემპიონატში ასევე 12 გოლი ჰქონდა გატანილი.
  • ხერარდ პიკემ გოლი ლა ლიგის ზედიზედ 2 თამაშში გაიტანა, რაც 2009 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა.
  • პიკე "ბარსას" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ თამაშში ყვითელი ბარათი მიიღო. ის მიმდინარე გათამაშებაში მეორედ გააფრთხილეს.
  • პიკემ და მასკერანომ გუნდს ბურთი ყველზე მეტჯერ, 12-ჯერ მოუპოვეს.
  • ჩავი ერნანდესმა ყველაზე მეტი, 103 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 95 ზუსტი გამოდგა.
  • ზედიზედ მეოთხე სეზონში, "ბარსელონამ" "მალაგა" სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. წინა 3 შემთხვევაში კატალონიელები ანგარიშით 4:1 იგებდნენ.
  • ვიქტორ ვალდესმა კარი მშრალად მიმდინარე სეზონში "მალაგასთან" გამართულ ორივე შეხვედრაში შეინახა. პირველი ტურის მატჩი "ბარსამ" 1:0 მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.