მესი: „შეტევაში საკმარისად ზუსტები არ ვიყავით“
"სოსიედადთან" წაგების შემდეგ, "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთლმა კომენტარი გააკეთა. კატალონიელები აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან, მათ წაგება მაინც მოუწევდათ და ახლა, აქცენტს ესპანეთის თასზე, "მალაგასთან" გასამართ მატჩზე აკეთებენ.
ლიონელ მესი: "თავი ხელში უნდა ავიყვანოთ, რადგან წინ თასის მატჩი გველის. ადრე თუ გვიან, მაინც წავაგებდით. ამ შეხვედრაში, განსაკუთრებით მას შემდეგ გაგვიჭირდა, როდესაც მოედანზე 10 კაცით დავრჩით. გარდა ამისა, შეტევაში, საკმარისად ზუსტები არ ვიყავით."
პედრო როდრიგესი: "პიკეს გაძევებამ თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა იქონია. მას სახიფათოდ არ უთამაშია. არ მინდა, "რეალ სოსიედადს" მოგება არ დავუფასო. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. ხუთშაბათს, წარუმატებლობის უფლება არ გვექნება."
ჩავი: "სოსიედადი" ყოველთვის რთული მეტოქეა. მოწინააღმდეგის პრესინგი საკმაოდ ძლიერი იყო და ამის გამო, მათ სასურველი შედეგი მიიღეს. მე-3 გოლი რომ გაგვეტანა, ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც წავაგებდით. შევეცდებით, თასზე, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მალაგაში თავდაჯერებულები და იმაში გათვითცნობიერებულნი მივდივართ, რომ ამ ბარიერის დაძლევა შეგვიძლია."
პუიოლი: "პირველ ტაიმში, გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანგარიში 0:2 გახდა. იოლი თამაში არ ყოფილა, რადგან "სოსიედადმა" ჩვენს კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]