მერტესაკერი: „საკმარისად ბევრი მომენტი გვქონდა, რათა ერთი გოლი მაინც გაგვეტანა“
ლონდონის "არსენალის" გერმანელმა მცველმა პერ მერტესაკერმა კატალონიის "ბარსელონასთან" მარცხის შემდგომ (0:2) კომენტარი გააკეთა. იტყობინება, BBC.
"ჩვენ ვალდებულნი ვიყავით ამ შეხვედრაში გოლი გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. "ბარსელონას" შეჩერება 90 წუთის განმავლობაში შეუძლებელია. ჩვენ გავრისკეთ და მეტოქემ გოლი გაგვიტანა. საკმარისად ბევრი მომენტი გვქონდა იმისთვის, რომ ერთი გოლი მაინც გაგვეტანა.
ახლა მხოლოდ პრემიერლიგის შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ, შესაძლოა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი "ბარსელონას" გავცდეთ, ვინ იცის." - განაცხადა, მერტესაკერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]