მონტანიე: „ჩემი ფეხბურთელები ყველანაირ ქებას იმსახურებენ“

მონტანიე: „ჩემი ფეხბურთელები ყველანაირ ქებას იმსახურებენ“

"რეალ სოსიედადის" მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ, "ბარსელონასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ, თავისი შეგირდების დამსახურებას ხაზი გაუსვა, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს არც მეტოქის შექება დავიწყებია.

"ჩემი ფეხბურთელები ენერგიას არ ზოგავდნენ და მოედნის ყველა მონაკვეთზე იბრძოდნენ. ისინი ყველანაირ ქებას იმსახურებენ. ჩვენი გუნდი არც მაშინ გატყდა, როდესაც ანგარიში 0:2 იყო და არც მაშინ, როცა მეტოქე მე-3 გოლის გატანასთან ახლოს იყო. ეს მოგება ახალი წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარება. "ბარსელონა" ფანატასტიკური გუნდია მაშინაც კი, როდესაც რიცხობრივ უმცირესობაშია. ამ გუნდს შეუძლია, ჩემპიონატში 10 კაცით ითამაშოს." - აცხადებს ფილიპ მონტანიე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.