ფილიპ მონტანიე: "უსმან დემბელე "ბარსასთვის" კარგი შენაძენია"

ფილიპ მონტანიე: "უსმან დემბელე "ბარსასთვის" კარგი შენაძენია"

ფილიპ მონტანიე, რომელიც "ბარსელონას" ახალწვეულს, უსმან დემბელეს "რენის" რიგებში თამაშისას წვრთნიდა, კატალონიის რადიოსთან ინტერვიუში ახალგაზრდა ფრანგზე და ნეიმარზე საუბრობს.

"დემბელე ძალიან ახალგაზრდაა და ვფიქრობ, მისი თამაშის სტილი მას "ბარსაში" თამაშის საშუალებას მისცემს. მას დიდი შესაძლებლობები აქვს, ძალიან სწრაფია და გუნდის დახმარება დაცვაშიც შეუძლია. მას ნეიმარის მსგავსი პროფილი აქვს, თუმცა ჯერ მის დონეზე არ დგას."

მონტანიეს აზრით თავდამსხმელს მომატება კიდევ შეუძლია. "ის ძალიან პატარაა, 2 წლის წინ ჯერ კიდევ "რენში" ძალიან კარგად თამაშობდა. შესანიშნავი სეზონი ჩაატარა "დორტმუნდშიც". ორივე გუნდში მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს."

"მას დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ თამაშობდა იგი ჩვენთან და შემდეგ "ბორუსიაში". დემბელე "ბარსასთვის" კარგი შენაძენია." მან ისიც დაამატა, რომ უსმანი პრობლემური ფეხბურთელი არაა და უთანხმოება გასახდელში არავისთან ჰქონია. "ის კარგი პარტნიორია, ფეხბურთის თამაში და შრომა უყვარს. მწვრთნელისთვის ის პრობლემა არ იქნება."

რაც შეეხება ფეხბურთელის ფასს, აქ ფილიპმა განაცხადა, რომ ახლა ფეხბურთელის ღირებულების განსაზღვრა ძალიან რთულია. "მით უფრო ახლა, როცა ნეიმარი პარიზშია. ფულზე და გადახდილ თანხაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, არ ვიცი ღირდა თუ არა უსმანი 105 მილიონი ევრო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იგი ახლა "ბარსელონას" მოთამაშეა და წინ შესანიშნავი მომავალი აქვს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 26 აგვისტო 2017 18:03
    0
    დემბელე 100%დარწმუნებული ვარ რომ მაგრად ითამაშებს.
    Just Fun
    სტუმარი [?]
    #4 26 აგვისტო 2017 14:00
    0
    ამის იმედი მაქვს მე პირადად და ისიც მახარებს რომ ვერავინ გამოისყიდისsmile
    André Gomés .
    სტუმარი [?]
    #3 26 აგვისტო 2017 13:56
    0
    ციტატა: gio-wiko
    იმედია მაგრამ მგონია რომ ამას სივრცე სჭირდება და ბარსას ყველა ჩაკეტილ ფეხბურთს ეთამაშება

    დამიჯერე რო სივრცე ექნება ბარსაში იმიტო რო ბარსაში მესსია რომელსაც ტიტქმის ნახევარი გუნდი იყვანს და შესაბამისად გაეხსნება სივრცე უსმანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 აგვისტო 2017 13:56
    0
    დემბელე მაგარია
    gio-wiko
    სტუმარი [?]
    #1 26 აგვისტო 2017 13:45
    0
    იმედია მაგრამ მგონია რომ ამას სივრცე სჭირდება და ბარსას ყველა ჩაკეტილ ფეხბურთს ეთამაშება