ინიესტა:"მომენატრება ვალდესი"

ინიესტა:"მომენატრება ვალდესი"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ, ისაუბრა ვიქტორ ვალდესის გადაწყვეტილების შესახებ. მოგეხსენებათ ესპანელმა გოლკიპერმა უარი თქვა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და კლუბს სავარაუდოს ზაფხულში დატოვებს:

"მე მომენატრება ვალდესი, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. იგი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ვალდესს ყველაფრისათვის. ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ კლუბიდან მიდიხარ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ზედმეტად რთულია და დიდი დრო სჭირდება," განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.