მესი: "პუიოლი მომენატრება"
კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი გამოეხმაურა პუიოლის გადაწყვეტილებას, კატალონიური კლუბიდან წასვლის შესახებ.
"თუ პუიოლმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო ამაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
ჩვენ ის მოედანზე და გასახდელში მოგვენატრება. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მას ყოველივე საუკეთესო ვუსურვით.
იმისდა მიუხედავად, გააგრძელებს თუ არა პუიოლი კარიერას, ის ამას იმსახურებს, რადგან გამორჩეული ადამიანია." - განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გადხა, რომ პუიოლმა კარიერა შესაძლოა, ამერიკულ ან კატარულ კლუბში გააგრძელოს. კარლეს პუიოლის ერთ-ერთ პრეტენდენტ კლუბად ასევე "მილანიც" მოისაზრება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]