ვენგერი:"არსენალი" არაა დაინტერესებული ვილიას შეძენით"
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა უარყო ჭორი იმის შესახებ, რომ "მეთოფეებს" "ბარსელონას" ფორვარდის, დავიდ ვილიას შეძენა სურს:
"ჩვენ არ გვსურს დავიდ ვილიას შეძენა. ვაპირებ, რომ ჩემი გუნდის თამაში სარეზერვო ფეხბურთელებით გავაძლიერო. იანვარში ფეხბურთელის შეძენა, ეს ძალიან დიდი რისკია. ბევრად დიდი, ვიდრე ზაფხულში," ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com.
ცნობისთვის ასტურიელმა ფორვარდმა უკვე განუცხადა ტიტო ვილანოვას, რომ კლუბიდან წასვლა სურს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]