მესი: „კასილიასის არყოფნა „რეალისთვის“ დიდი დანაკლისია“

მესი: „კასილიასის არყოფნა „რეალისთვის“ დიდი დანაკლისია“

"ოსასუნასთან" მოგების შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ფიქრი უკვე "ელ კლასიკოზე" დაიწყეს. კატალონიელთა ლიდერი, ლეო მესი მოახლოებულ თამაშზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მადრიდელთათვის, იკერ კასილიასის არყოფნა დიდი დანაკლისია.

"ნათელია, რომ "რეალისთვის", კასილიასის არყოფნა დიდი დანაკლისია. მას არაერთი თამაში გადაურჩენია. თუმცა, ამაზე კონცენტრირება არ გვმართებს. "კლასიკო" ყოველთვის ცალკე ისტორიაა, დამოუკიდებლად იმისა, როგორ სიტუაციაში ვართ კონკრეტულ დროს."

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასმა დაახლოებით სამთვიანი ტრავმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უახლოესი 1 თვის განმავლობაში გასამართ სამივე "ელ კლასიკოს" გამოტოვებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.