ინიესტა: "რონალდოს არყოფნა "რეალისთვის" დიდი დანაკარგია"
"Marca"-სთან ინტერვიუში, ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ "რეალისთვის" რონალდოს არყოფნა დიდი დანაკარგია. ინიესტა ასევე თვლის, რომ 5 ქულიანი ჰანდიკაპი არ არის იმის საფუძველი, რომ "ბარსას" ფეხბურთელებმა საკუთაირ თავები ჩემპიონებად ჩათვალონ. მისი აზრით, გუნდმა ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლოს.
მოგეხსენებათ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" სუპერ–ვარსკვლავი "ატლეტიკო მადრიდის" წინააღმდეგ თამაშში დაშავდა, რის გამოც იგი სამ კვირას იუქმებს.
"ისეთ ფეხბურთელის არყოფნა, როგორიც რონალდოა, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია ნებისმიერი გუნდისთვის. ნამდვილად არ ვიცი, როგორ შეავსებს რონალდოს ადგილს "რეალის" სამწვრთნელო შტაბი, რადგანაც გუნდს უამრავი ღირსეული შემცვლელი ჰყავს". განაცხადა ანდრესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]