პედრო:"ახლა "რეალზე" ფიქრის დროა"

პედრო:"ახლა "რეალზე" ფიქრის დროა"

კატალონიის "ბარსელონას" შემტევი , პედრო როდრიგესი უკვე ფიქრობს ესპანეთის "სამეფო თასის" 1/2 ფინალურ მატჩზე, სადაც მისი გუნდი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება, იტყობინება ესპანური პრესა:

"უკვე დროა, რომ "კლასიკოზე" ვიფიქროთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის წინ. ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით და მადრიდში გამარჯვებისათვის მივდივართ."

"მე ყოველთვის მსურს გოლების გატანა. გავაგრძელებ კარგად თამაშს და გუნდის დახმარებას," განაცხადა პედრო როდრიგესმა.

ცნობისთვის პირველი "ელ კლასიკო" 30 იანვარს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.