პედრო:"ბარსა" ჩამოყალიბებულად ითამაშებს მადრიდში"

პედრო:"ბარსა" ჩამოყალიბებულად ითამაშებს მადრიდში"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა, კომენტარი გააკეთა სუპერთასის პირველი თამაშის წინ. კატალონიელთა 17 ნომრის თქმით, გუნდი არ დაკარგავს ჩვეულ თამაშის სტილს და "რეალს" ჩამოყალიბებულად შეერკინება.

 

"თამაში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ყოველთვის რთული და სტრესულია. ჩვენ წინ რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გუნდი თავის ჩვეულ ფეხბურთს ითამაშებს. ჩვენთვის ეს არის ახალი გამოწვევა და იმედია ამ პაექრობიდან გამარჯვებული გამოვალთ."- განაცხადა პედრო როდრიგესმა "MARCA"-სთან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, რომ  ესპანეთის სუპერ თასის პირველი შეხვედრა, რომელშიც მადრიდის "რეალი" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს, 14 აგვისტოს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.