ნეიმარი:"ალვეში მთხოვს, რომ "ბარსაში" გადავიდე"
ბრაზილიური "სანტოსის" ახალგაზრდა შემტევმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ მისი თანამემამულე დანიელ ალვეში, მას "ბარსელონაში" გადასვლას სთხოვს, იტყობინება ესპანური პრესა:
"დანი ყოველთვის "ბარსაში" გადასვლაზე მესაუბრება და უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს. იმისათვის, რომ უკეთესი გავხდე და გავიზარდო როგორც ფეხბურთელი, არაა საჭირო ბრაზილიის დატოვება. ვთვლი, რომ ჩემი თამაშის გაუმჯობესება სამშობლოშიც შემიძლია. არ ვეთანხმები ხალხს, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა დავტოვო ბრაზილია," განაცხადა ნეიმარმა.
ცნობისთვის ბრაზილიელის მომავალს კატალონიის "ბარსელონას" უკავშირებენ. "სანტოსთან" კონტრაქტი ნეიმარს 2014 წელს უმთავრდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]