ნეიმარი: "ალვეში მთხოვს, რომ "ბარსაში" გადავიდე"
"სანტოსის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" მცველი დანიელ ალვეში მას კატალონიურ კლუბში გადასვლას სთხოვს, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის გადასაბირებლად იბრძვიან კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი".
"ბოლო პერიოდში ალვეში ხშირად მთხოვდა, რომ "ბარსელონაში" გადავსულიყავი, მაგრამ მე მაქვს 2014 წლამდე მოქმედი კონტრაქტი "სანტოსთან". ამ პერიოდის დადგომამდე ბევრი რამ შეიძლება, რომ მოხდეს, ასე რომ ვნახოთ." - განაცხადა ნეიმარმა.
უნდა აღინიშნოს, რომ "რეალმა" დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა ნეიმარი საკუთარ რიგებში გაეწევრიანებია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]