„ვალენსია“ „ბარსელონას“: დაივიწყეთ გუაიტა
"ვალენსიას" პრეზიდენტი მანუელ ლიორენტე აცხადებს, რომ კატალონიელებს "ღამურების" კარის დარაჯის, ვისენტე გუაიტას დავიწყება მართებთ, რადგან ეს უკანასკნელი კლუბში კიდევ დიდხანს დარჩება.
მას შემდეგ, რაც ვიქტორ ვალდესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, კატალონიელებმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" უპირატესობას ესპანელ მეკარეებს ანიჭებს და მათ შორის შედის 25 წლის ვისენტე გუაიტა, მაგრამ "ვალენსია" მის გაყიდვაზე უარს აცხადებს.
"კატალონიელებს გუაიტას დავიწყება მართებთ. ის ჩვენთან კიდევ არაერთი წლის განმავლობაში ითამაშებს." - ეს "ვალენსიას" პრეზიდენტის, მანუელ ლიორენტეს სიტყვებია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]