"ვალენსია" გუაიტაში 30 მილიონს ევროს ითხოვს
უკვე ცნობილი გახდა იმ თანხის ვინაობა, რომელსაც "ვალენსია" ვისენტე გუაიტას ტრანსფერში ითხოვს. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, მეკარის მსურველებს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის მეკარის შეძენის მთავარ პრეტენდენტად კატალონიის "ბარსელონა" ითვლება, რომელიც ვიქტორ ვალდესის შემცვლელს ეძებს. შეგახსენებთ, რომ გუაიტას "ვალენსიასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]