გუნდი ვალენსიაშია
"ბარსელონა" უკვე ვალენსიაში იმყოფება, სადაც კატალონიელები დღეს ერნესტო ვალვერდეს გუნდის დაუპირისპირდებიან ლა ლიგის 22–ე ტურის შეხვედრაში. გუნდი "ელ პრატის" აეროპორტსი 10:40 საათზე დატოვა და ვალენსიაში 11:15 საათზე ჩაფრინდა, სადაც ტემპერატურა 12 გრადუსი დახვდათ.
გუნდის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და დირექტორები, პილარ გიუნოვარტი და ხავიერ ბორდასი. გუნდთან ერთად იმყოფება სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.
ვალენსიაში ჩაფრენისთანავე ფეხბურთელები სასტუმრო "Hotel The Westin"–ში დაბინავდნენ, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შორის შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]