"ბარსელონა" ჰუმელსით კვლავ დაინტერესდა
კატალონიის "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი არ არის წინააღმდეგი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ბარუსიის "დორტმუნდის" გერმანელი მცველი ჰუმელსი იხილოს. იტყობინება, ესპანური პრესა.
კატალონიური კლუბის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებიან გერმანელ მცველს. სკაუტები მიმდინარე სეზონში ჰუმელსის თამაშშს ექვს მატჩში აკვირდებოდნენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა, ტიტო ვილანოვა და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა დარწმუნებულნი არიან, რომ დაცვის ხაზი ეს ის ადგილია, სადაც სიძლიერე ყველაზე საჭიროა.
აღვნიშნავთ, რომ ჰუმელსის სატრანსფერო ფასი მიახლოვებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]