მესი 3.0

მესი 3.0

 სანამ კულეების უმეტესობა დაკავებულია იმით თუ ვინ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში: ვილია თუ სანჩესი, მესის თამაშის სტილში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ხდება. ლეო სულ უფრო ახლოს და ახლოს მიდის ცენტრისკენ, ე.წ. ფლეიმეიქერის პოზიციისკენ. სულ რამდენიმე სეზონის წინ ლეო ”9 ნომერს” თამაშობდა (მოწინააღმდეგის დაცვას და ნახევარდაცვას შორის მოქმედება), ახლა უკვე არგენტინელი ნახევარმცველად ითვლება. ოღონდ ძალიან, ძალიან შედეგიან ნახევარმცველად, რომელიც გოლების მანქანად იქცა ბოლო ორი წელია და იშვიათადაა თამაში, რომელშიც მესი გოლის გატანას ვერ ახერხებს. განსაკუთრებით თამაშის ეს სტილი ჩანდა მესტალიაზე, ”ვალენსიის” წინააღმდეგ. თამაშის დიდი ნაწილი მესი უბრალოდ არ ჩანდა, მაგრამ როდესაც საჭირო იყო აფეთქდებოდა და სახიფათო მომენტსაც ქმნიდა. ასეა თუ ისეა იმ თამაშშიც მოახერხა ლეომ გოლის გატანა. მოკლედ მას შეუძლია ორ სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე თამაში:

1. ალვეშთან ერთად უძლიერესი დუეტის შექმნა მარჯვენა ფლანგზე. არგენტინელი დაგვანახებს თავის საოცარ დრიბლინგს მოედნის ცენტრისკენ და ამითივე გაუნთავისუფლებს სივრცეს დანის, რომელიც მუდამ მზად არის ჩაერთოს შეტევაში. ანუ პირველი ვარიანი არის ლეო მესის მარჯვენა მხრიდან თამაში, ე.წ. ვინგერი.

2. თუ ის უკეთესია ”9 ნომერზე”, რომელიც მოქმედებს მოწინააღმდეგის დაცვასა და ნახევარდაცვას შორის? გოლების მანქანა, რომელიც ყოველდღე ახალ-ახალ რეკორდს ხსნის? არის თუ არა ეს საუკეთესო ვარიანტი არგენტინელისთვის?

 მოდით ჩავუღრმავდეთ თითოეულ მათგანს და წამოვიწყოთ, საუბარი რომელსაც მე, მესი 3.0-ს ვეძახი.

http://www.totalbarca.com/wp-content/uploads/2013/02/Messi-3.0-pic-2.jpg

 როდესაც მესი კარიერას იწყებდა, რაიკაარდის დროს იგი იყო მარჯვენა თავდამსხმელი, ვინგერი. იგი მუდამ ამწვავებდა შეტევებს თავისი საოცარი დრიბლინგით ცენტრისკენ და თვითონვე ასრულებდა მათ. მაშინ მესის მოეთხოვებოდა ბურთის წართმევა და მას უწევდა ორჯერ, სამჯერ მეტი სირბილი ვიდრე ეხლა. ამიტომ მესი მოედანზე ძალიან ბევრს მოძრაობდა.

 რაიკაარდის ბოლო სეზონისა და გუარდიოლას პირველი სეზონის დროს ყველაფერი შეიცვალა, ალბათ მაინც უკეთესობისკენ არგენტინელისათვის. ფეხბურთელი უკვე სწავლობს როდის უნდა გააკეთოს პასი და როდის უნდა გამოავლინოს საოცარი დრიბლინგი, რომელიც ბავშვობიდანვეა მის არსენალში. ამ სეზონებში მესი უკვე იწყებს ფლანგზე და ცენტრზე ერთნაირად თამაშს. არგენტინელმა დახვეწა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია და მრავალფეროვნება შესძინა თავის თავს, მაგრამ ზუსტად რაიკაარდის ბოლო სეზონში იგი ახერხებს ”საუკუნის გოლის” გატანას ესპანეთის თასზე ხეტაფეს წინააღმდეგ. უკვე ჩანს, რომ მესი ნელ-ნელა იხევს უკან - მოედნის ცენტრისაკენ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=]

 შემდეგ წელს კი მესი ახერხებს ჰეთ-ტრიკის შესრულებას ”ელ კლასიკოში” და აქ უკვე იწყებს მსოფლიო 19-წლის ბიჭზე ლაპარაკს. შეიძლება ითქვას, რომ ლეომ პოპულარობა თავისი ინდივიდუალურობის ხარჯზე მოახერხა. იმ დროინდელი მესი ნაღდად არ შეეფერებოდა ”ბარსას” ფილოსოფიას, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ინდივიდუალურად, რომ მისი გაშვება გუნდიდან უბრალოდ დანაშაული იქნებოდა. 

 გუარდიოლამ მოსვლისთანავე იცოდა თუ რა პოზიცია იქნებოდა მესისთვის ყველაზე კარგი. ყველას გაუკვირდა, როდესაც პეპმა განაცხადა, რომ ეტო’ო დატოვებდა გუნდს უახლოეს მომავალში. ამის მიუხედავად კამერუნელი იბრძოდა კატალონიურ გრანდში დარჩენისთვის. ყველანაირად ცდილობდა, რომ გუარდიოლასთვის დაემტკიცებინა თავისი სიძლიერე. აშკარაა, რომ ეტო’ო თუ გუნდში დარჩებოდა მესი ისევ გააგრძელებდა მარჯვენა ფლანგზე თამაშსს, მაგრამ ამაოდ. კამერუნელის წასვლისთანავე არგენტინელმა დაიკავა ”9 ნომერის” პოზიცია. გუარდიოლა არ მალავდა თავის გეგმებს. ამბობდა, რომ ყველა ძლიერ კლუბს ფეხბურთის ისტორიაში ყავდა ესეთი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა მოწინააღმდეგის დაცვასა და ნახევარდაცვას შორის. ზუსტად ამ პოზიციის მოთამაშებ უნდა იკისროს გუნდის ფლეიმეიქერობა და ამავდროულად გოლების გატანა. მოკლედ ყველაფერი პეპის გეგმის მიხედვით წავიდა და იმ 2 სეზონის განმავლობაში მესი მშვენივრად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამუშაოს. 2009 წლის თამაშში ”რეალის” წინააღმდეგ არგენტინელმა იდეალურად შეასრულა ”9 ნომრის” ფუნქცია და ლომის წვლილი შეიტანა მადრიდელების განადგურებაში.

[media=http://www.youtube.com/watch?v=]

 მოგვიანებით გუნდების მწვრთნელები მიხვდნენ გვარდიოლას ჩანაფიქრს და თუ როგორ უნდა შეეჩერებინათ მესი. საყრდენი ნახევარ მცველი ადიოდა მასზე და ძალიან უხეშად ეთამაშებოდა (ეს გამონაკლისის გარეშე იყო), ხოლო ორივე ცენტრალური მცველი მას აზღვევდა. სერ ალექსმა ზუსტად იგივე სცადა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ვერ გავამტყუვნებთ ფერგიუსონის ტაქტიკას, რადგან მესის რეალურად უჭირდა მოედნის ცენტრში ბურთის თავისუფლად მიღება, მაგრამ იმ თამაშში 1.69მ სიმაღლის ფეხბურთელმა შეძლო შესანიშნავი თავური დარტყმით გოლის გატანა და ”მანჩესტერი” დამარცხდა.

http://www.totalbarca.com/wp-content/uploads/2013/02/Messi-3.0-pic-3-480x453.jpg

 მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ეს უკვე თქვენ გაარკვიეთ) მესის წინა წლებში ნათამაშები ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა. ახლა მესი ტიპიურ ნახევარმცველს თამაშობს, რომელიც თამაშის მესამედი უბრალოდ გამოთიშულია მატჩიდან. მაგრამ ზუსტად დანარჩენ დროში იგი ახერხებს ყველაფერს: არაჩვეულებრივი გოლის გატანას თუ შედევრი პასის გაკეთებას. ახლა არგეტინელს შეუძლია ყველა პოზიციაზე თამაში, რომელიც არ მოითხოვს ბურთის აქტიურ ართმევას. წინა ხაზში ლეო ყველგან შეუდარებელი იქნება. მე პირადად მინდა არგენტინელის ფლანგზე თამაში, რადგან მეტ დრიბლინგსაც დავინახავთ (რითაც პირადად მე დავტკბები) და დანი ალვეშსაც მეტ სივრცეს მისცემს. ეს უკანასკნელი შეუდარებელია შეტევაში. ეს ჩემი აზრია, რაც არაფერი არაა ექსპერტების აზრთან შედარებით. ექსპერტების აზრით კი ნახევარმცველზე თამაში (რასაც ახლა აკეთებს ლეო) არის იდეალური ვარიანი, როგორც მესისთვის ისე ”ბარსასთვის”. როდესაც იგი ცენტრში დგას მუდამ იქცევს 3-4 კაცის ყურადღებას და მეტ სივრცეს აძლევს თანაგუნდელებს.

http://www.totalbarca.com/wp-content/uploads/2013/02/Messi-3.0-pic-4-480x270.jpg

 

http://cdn.bleacherreport.net/images_root/slides/photos/002/533/968/hi-res-150643248_crop_650x440.jpg?1345772130

მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ: მესი ყველგან სასარგებლოა.. იგი უბრალოდ შეუცვლელია ”ბარსელონასთვის”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.