"ბარსელონა" და "რეალი" ლა ლიგის მატჩს ორ მარტს გამართავენ

"ბარსელონა" და "რეალი" ლა ლიგის მატჩს ორ მარტს გამართავენ

ლა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრა კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის, გუნდების მიერ ესპანეთის თასზე გასამართი შეხვედრიდან ოთხ დღეში ჩატარდება.

კლასიკო შაბათს, ორ მარტს, ლა ლიგის 26-ე ტურის ეგიდით გაიმართება. შეხვედრა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ხოლო თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდების მიერ პირველ წრეში ჩატარებული მატჩი ფრედ, 2-2 დამთავრდა. 

"ბარსელონას" უახლოესი შეხვედრების ჩამონათვალი:

16 თებერვალი, შაბათი - 20:00 (23:00 - თბილისი). ლა ლიგა. "გრანადა" - "ბარსელონა". 

20 თებერვალი, ოთხშაბათი - 20:45 (23:45 - თბილისი). ჩემპიონთა ლიგა. "მილანი" - "ბარსელონა".

23 თებერვალი, შაბათი - 22:00 (01:00 - თბილისი). ლა ლიგა. "ბარსელონა" - "სევილია".

26 თებერვალი, სამშაბათი - 21:00 (00:00 - თბილისი). სამეფო თასი. "ბარსელონა" - მადრიდის "რეალი".

2 მარტი, შაბათი - 16:00 ( 19:00 - თბილისი). ლა ლიგა. " მადრიდის "რეალი" - "ბარსელონა".

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.