ნოლიტო: "ბარსელონას" დამარცხება შეგვიძლია"
"ბარსელონა ბ-ს" ყოფილი და "გრანადას" ამჟამინდელი ფორვარდი, ნოლიტო მოუთმენლად ელის კატალონიურ კლუბთან დაპირისპირებას.
"ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი. თუ მადრიდის "რეალთან" და "ხეტაფესთან" მიღწეული წარმატებების შემდეგ შევძლებთ კატალონიური ბარიერის დაძლევას, მაშინ რამდენიმე დღის განმავლობაში ვიზეიმებთ. ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება, როდესმე ისინიც ხომ უნდა დამარცხდნენ? ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის, მაგრამ ამისთვის მთელი ძალით და უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადებით. იმ ფაქტმა კი, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზეც ფიქრობს შესაძლოა ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედოს", - განაცხადა 26 წლის თავდამსხმელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]