ვილიამ საავადმყოფო დატოვა
"ბარსელონას" თავდამსხმელი, დავიდ ვილია თირკმელში არსებული ტკივილების გუშინ კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა დღეს დილით ის სახლში გაწერეს.
მიუხედავად ამისა 31 წლის თავდამსხმელი ნამდვილად ვერ დაეხმარება გუნდს "გრანადასთან" ხვალ გასამართ შეხვედრაში, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ პირველად ვილია საავადმყოფოში თირკმელში ტკივილების გამო ორშაბათს მოათავსეს. ჩატარებული პროცედურების შემდეგ სამშაბათს მან საავადმყოფო დატოვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]