"მილანი" - "ბარსელონა": იცით, თუ არა რომ...

"მილანი" - "ბარსელონა": იცით, თუ არა რომ...

 

 - გუნდები ფლეი-ოფის ეტაპზე ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ და შემდეგ ეტაპზე ყოველთვის "ბარსელონა" გავიდა. პირველად ისინი 1959/60 წელს შეხვდნენ (5:1 და 0:2), 2005/06 სეზონში გუნდები 1/2 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (0:1 და 0:0). გასულ სეზონში 1/4 ფინალში "ბარსამ" სტუმრა 0:0 ითამაშა, ხოლო შინ 3:1 მოიგო.

 - "მილანმა" 1989 წელს "ბარსელონა" დაამარცხა სუპერთასის შეხვედრაში (1:1 და 0:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1994 წელს (0:4). გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2000/01 და 2004/05 სეზონებში დაუპირისპირდნენ. 1 შეხვედრაში "ბარსამ" იმარჯვა, 2 მატჩი იტალიელების სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

 - 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" ოფიციალურ შეხვედრაში დამარცხდა "მილანთან". ეს 2004 წლის 20 ოქტომბერს მოხდა (1:0).

 - იტალიურმა გუნდმა ჯგუფში 8 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გავიდა. "ბარსელონა" ჯგუფის გამარჯვებული გახდა 13 ქულით.

 - საშინაო 3 შეხვედრაში "მილანმა" 2 ქულა აიღო და 1 გოლი გაიტანა "მალაგასთან".

 -"მილანიდან" ყველაზე მეტი ფეხბურთელი გადავიდა "ბარსელონაში" - 15 მოთამაშე. ასევე ბევრი მოთამაშე გადავიდა იტალიაში "ბარსელონადან".

 - ერთ-ერთი მათგანი ბოიან კრკიჩია, რომელიც ახლა "მილანში" თამაშობს. ბოლოს "ბარსას" რიგებში მან 2011 წლის 21 მაისს, "მალაგას" წინააღმდეგ ითამაშა. იმ შეხვედრაში მან პენალტი გაიტანა.

 - კარლეს პუიოლმა "მილანთან" გამართულ ყველა შეხვედრაში (9) მიიღო მონაწილეობა.

 - ალექსის სანჩესი "უდინეზეში" ყოფნის დროს 7-ჯერ დაუპირისპირდა "მილანს". მისმა გუნდმა 3 შეხვედრაში იმარჯვა, 2 მატჩი "მილანმა" მოიგო, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. მან 1 გოლის გატანა მოახერხა.

 - ხავიერ მასკერანო "ლივერპულის" შემადგენლობაში იყო მაშინ, როცა "მილანმა" 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო.

 - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "მილანმა" ყველაზე მეტი, 17 ყვითელი ბარათი მიიღო. ბონერა, ფლამინი და მონტოლივო ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ შეხვედრას გამოტოვებენ.

 - "ბარსას" 4 მოთამაშე ყავს, რომელსაც ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს: სონგი, მასკერანო, პედრო და ადრიანო.

 - მიმდინარე სეზონში "მილანმა" 55 გოლი გაიტანა, საიდანაც 40 მათ პირველ ტაიმში გაიტანეს.

 - შეხვედრას შოტლანდიელი კრეიგ ტომსონი იმსაჯებს. ის მსაჯობდა "ბარსელონას" შეხვედრებს "ლევერკუზენთან" (1:3) და დონეცკის "შახტართამ" (5:1). მას არასდროს უმსაჯის "მილანის" მატჩში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.