"ბარსელონა"-"რომა" - ურთიერთშეხვედრების ისტორია
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "რომას" დაუპირისპირდება. გთავაზობთ გუნდების ურთერთშეხვედრების ისტორია.
"ბარსელონა" და "რომა" ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვედრიან. ორივე გუნდის აქტივში თითო მოგებაა, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 8:6 "ბარსელონას" სასარგებლოდ.
პირველი დაპირისპირება 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე შედგა. ბარსელონაში გუნდებმა 1:1 ითამაშეს. გოლები კრისტიან პანუჩიმ და პატრიკ კლუივერტმა გაიტანეს. რომში გამართული განმეორებითი დაპირისპირება, ემერსონის, მონტელასა და ტომაზის გოლებით, მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
მეორედ გუნდები ერთმანეთს 2015 წელს, კვლავ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ. რომში, ლუის სუარესისა და ფლორენცის გოლებით, გუნდებმა ქულები გაიყვეს. "კამპ ნოუზე" გამართულ დაპირისპირებაში კი "ბარსამ" მეტოქე 6:1 გაანადგურა. მასპინძელთაგან თავი ორ-ორჯერ მესიმ და სურესმა, ხოლო თითოჯერ პიკემ და ადრიანომ გამოიჩინეს. სტუმართა რიგებიდან ერთი გოლი ედინ ჯეკომ გაიტანა.
ფლეი ოფის ეტაპზე გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]