ტიტო "მილანთან" არ იქნება

ტიტო "მილანთან" არ იქნება

 

როგორც მოსალოდნელი იყო ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ტიტო ვილანოვა მარტის ბოლომდე ბარსელონაში ვერ დაბრუნდება. გუშინ ისრაელში მყოფმა "ბარსელონას" პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მწვრთნელი 12 მარტს, "მილანთან" გასამართ შეხვედრაში გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.

ტიტო აგრძელებს მკურნალობას ნიუ-იორკში, სადაც ის 21 იანვარს გაემგზავრა. ანდონი სუბისარეტას განცხადებით მწვრთნელი თავს კარგად გრძნობს, აგრძელებს აღდგენას ნორმალურ რეჟიმში და ყოველ დღე განიხილავს გუნდის მეტოქეების ტაქტიკებს. სამშაბათს მან განაცხადა: "ტიტომ უკეთ იცის რა ხდება გუნდში, ვიდრე ჩვენ". ჟორდი როურამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვილანოვა კამერები საშუალებით გუნდის ვარჯიშებსაც კი აკვირდება.

ბოლო დროს გამართულ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ვილანოვა მატჩის მიმდინარეობის დროს უკავშირდება სამწვრთნელო შტაბს. ის, ვინც როურას ტიტოს მითითებებს გადასცემს აურელი ალტიმირაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.