"ბარსელონა" – "სევილია". ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

"ბარსელონა" – "სევილია". ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

 

ჟორდი როურა კმაყოფილი იყო ფეხბურთელების ასპარეზობით: "ჩვენ შეიძლება წავაგოთ მატჩი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორი რეაგირების მოხდენა შეგვიძლია შემდეგ. ჩვენ ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ... თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა გოოლი გავუშვით. გუნდმა ძალიან მნიშვნელოვან მატჩში მოახერხა გამარჯვება" – განაცხადა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა.

ცივი სისხლი

როურამ განაცხადა, თუ რა უთხრა მოთამაშეებს შესვენებისა: "მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდე და რამდენიმე ტაქტიკა განვიხილეთ. ჩვენ კიდევ 45 წუთი გვქონდა და თამაში გახსნილი იყო". როდესაც ალექსისის შეცვლაზე შეეკითხნენ მან განაცხადა: "ჩვენთვის სივრცის პოვნა ფლანგზე რთული იყო. ტელიომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მან დიდებული მატჩი ჩაატარა".

15 წუთით ადრე ბუსკეტსის შესვლაზე მან განაცხადა: "იდეა არ იყო ის, რომ გოლი არ გაგვეშვა. ჩვენ გვაქვს პრობლემები ამასთან დაკავშირებით და ამის გამოსწორება გვსურს".

პირველი კლასიკო

სამწვრთნელო შტაბი ახლა სამეფო თასის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაზე ფიქრობს: "კლასიკო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამშაბათის მატჩი კი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იქ თასის ფინალისტის ვინაობას გავიგებთ, ხოლო პრიმერას კლასიკოს შემდეგ ბევრი მატჩი რჩება". როცა მას შესაძლო შემადგენლობაზე შეეკითხნენ მან განაცხადა: "მე, აურელი ალტიმირა და ტიტო ამას განვიხილავთ და შედმეგ გადავწყვეტთ, თუ ვინ ითამაშებს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.