ინიესტა: ”გუნდს ბოლომდე ვენდობი”
სამეფო თასის 1/2 ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ ”ბარსელონას” ერთ-ერთმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა იმაზე, თუ რას გრძნობს გუნდი. ის გულწრფელი, კრიტიკული და ამავდროულად პოზიტიური იყო. პირველ რიგში აღნიშნა, რომ გუნდი ძალიან განიცდის მეტოქესთან მარცხს: ”ეს მძიმე დარტყმა იყო, რადგან სახლში ვთამაშობდით. მათ გვაჯობეს, ჩვენ ნაწყენები ვართ მარცხით და ფინალში ვერ გასვლით. ამან ხელი უნდა შეგვიწყოს რეაგირებისთვის და უნდა გავიგოთ, რომ შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ”.
ვსწავლობთ შეცდომებზე
ანდრესმა მადრიდელები დამსახურებულ ფინალისტებად მოიხსენია. ასევე აღნიშნა, რომ ”ბარსელონას” ”არ ყოფნიდან ხარისხი. ორ ძლიერ გუნდთან გუნდმა კარგად ვერ ითამაშა. როცა ყველაფერი მუშაოვს ხვდები, რომ მექანიზმი მწყობრშია. როცა პრობლემები იქმნება ჩვენ ვწვალობთ. საქმე იმაში არაა, რომ გუნდს გამარჯვებები აღარ სურს. არის მომენტები, როცა მეტოქე შენზე უკეთესია, თუმცა წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ”.
ლა ლიგა
ანდრეს ინიესტას სიტუაციის დრამატიზირება არ სურს. ამიტომ ის ყურადღებას აქცევს ისტორიულ შიდა ჩემპიონატს. ”გუნდს უკან დიდებული სეზონი აქვს და აქვს იმის უფლება, რომ მშვიდად იყოს თასის 1/2 ფინალში ისეთ მეტოქესთან წაგების გამო, როგორიც ”რეალია”. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრიმერას ვლიდერობთ და შაბათს კიდევ ერთი რთული მატჩი გველის ”ბერნაბეუზე”. ჩვენ უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ” - განაცხადა მან.
მაქსიმალური ნდობა გუნდს
მიუხედავად ყველაფრისა ნახევარმველი მომავლის იმედს იტოვებს, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრის წინ: ”12 მარტს ჩვენ უმნიშვნელოვანესს ტურნირზე კიდევ ერთ ფინალს ვითამაშებთ. პირველივე წუთიდან ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ეს ბოლო წამებია. გამარჯვება ძალიან რთული იქნება, შედეგი ძალიან რთულია. მე გუნდს ბოლომდე ვენდობი, ამ გუნდის გამო ხელის ცეცხლში ჩაყოფა შემიძლია. ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა”.
ვილანოვა
ინიესტამ აღიარა, რომ გუნდს ძალიან აკლია ვილანოვა, თუმცა ყველამ იცის, თუ რა არის პრიორიტეტი. ”ლოგიკურია, რომ პირველი გუნდის მწვრთნელის არყოფნა ადვილი არ არის. უკვე დიდი დრო გავიდა და ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში შევეჯახეთ. მარცხის გამო მას ადრეულად დაბრუნებას ვერ მოვთხვოთ, მისი ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა და ვენდობით მათ, ვინც ახლა ჩვენთანაა”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]