ანტიჩი: "ბარსელონას" ფიზიკური მომზადება არ ეყო"

ანტიჩი: "ბარსელონას" ფიზიკური მომზადება არ ეყო"

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი აცხადებს, რომ "მილანთან" და "რეალთან" გუნდის მარცხის უმთავრესი მიზეზი გუნდის არასასრუველ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნაა.

"აშკარაა, რომ ბოლო მატჩებში, გუნდს წარმატებისთვის ფიზიკური მომზადება არ ჰყოფნის. ფეხბურთელები არ ეძებდნენ თავისუფალ ზონებს და ისინი ვერ ახერხებდნენ მეტოქის მეურვეობისთვის თავის დაღწევას. ფიზიკურად ისეთ ძლიერ გუნდებთან, როგორებიც "რეალი" და "მილანი" არიან, ამ ასპექტს დიდი მნიშვნელობა აქვს." - აცხადებს ანტიჩი.

რადომირ ანტიჩი "ბარსელონას" 2003 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებითაც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.