ანტიჩი: "ბარსა" და "რეალი" ძალიან შორს წავიდნენ"

ანტიჩი: "ბარსა" და "რეალი" ძალიან შორს წავიდნენ"

სერბი მწვრთნელი, ანტიჩი, არ ეთანხმება იმას, რომ ლა ლიგის ორ გრანდს: "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მტრობა უნდა იყოს.

 

შესაძალოა მასზე უკეთ ამ კლუბებს შორის ურთიერთობა არავინ იცოდეს, რადგანაც მისტერ რადომირი სათავეში ედგა სამ ესპანურ გუნდს: "რეალს", "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს".

 

"ბარსა" და "რეალი" ერთმანეთში მტრობით უკვე ძალიან შორს წავიდნენ". ამბობს ანტიჩი. "მათთვის ფეხბურთი უკვე უკანა პლანზე გადავიდა, ხოლო პირველ ადგილზე კი პრესის სათაურები გადავიდა – აი ეს კი ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია".

 

"ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეს კლუბები ერთმანეთს ძალიან გვანან. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ერთი გუნდი თავის ფეხბურთს თამაშობს, ხოლო მეორე კონტრშეტევებზეა გადართული". დაასრულა რადომირ ანტიჩმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.