ვალდესს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ვალდესს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

 

"ბარსელონას" მეკარეს, ვიქტორ ვალდესს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერას 26-ე ტურის შეხვედრაში "ბარსელონას" სტუმრად მადრიდში დამარცხდა. შეხვედრის მიწურულს მსაჯმა "რეალის" კარში 11 მეტრიანი არ დანიშნა, რამაც კატალონიელების აღშფოთება გამოიწვია. მატჩის დასრულებისთანავე ვიქტორ ვალდესმა რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა მთავარ არბიტრს.

ამგვარად ვიქტორ ვალდესი გამოტოვებს შეხვედრებს "დეპორტივოსთან", "რაიო ვალეიკანოსთან", "სელტასთან" და "მალიორკასთან".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.