პიკეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, ხერარდ პიკეს, "ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერ თასზე მიღებული წითელი ბარათის გამო, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
პიკემ წითელი ბარათი "ბილბაოსთან" გამართული შეხვედრის 56-ე წუთზე, გვერდითი არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო მიიღო. მოგვიანებით, 28 წლის ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა.
ესპანური პრესის ცნობით, პიკეს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. როგორც გაირკვა, სადისციპლინო კომიტეტმა კატალონიელ ფეხბურთელს მინიმალური სასჯელი დაუწესა.
პიკე "ბილბაოსთან" და "ატლეტიკოსთან" სტუმრად, ხოლო "მალაგასთან" და "ლევანტესთან" შინ გასამართ დაპირისპირებებს გამოტოვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]