"ბარსელონა” - ”რაიო”. ჟორდი როურა მატჩის წინ

"ბარსელონა” - ”რაიო”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 ჟორდი როურა სერიოზულად ამზადებს გუნდს ”რაიოსთან” მატჩისთვის. პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა, რომ ”მილანის” შემდეგ ”ბარსას” აღსადგენად ცოტა დრო ჰქონდა: ”ძალიან მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა გველის. 5 დღის წინ ჩვენ გვქონდა დამღლელი მატჩი, მაგრამ ”მილანთან” შეხვედრასაც დადებითი ფაქტები მოჰყვა. გუნდი აღარ არის ზეწოლის ქვეშ და ”ბარსას” უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს ნებისმიერ მეტოქესთან. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ლა ლიგა და ხელმძღვანელობა ითხოვს კამპ ნოუზე დარჩენილი ყველა მატჩის მოგებას. ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან, მნიშვნელობა არ აქვს ძლიერი მეტოქე იქნება ეს, თუ სუსტი.” 

 კაპიტნის გარეშე 

პრესკონფერენციაზე როურამ ასევე ისაუბრა ”ბარსას” დანაკლისზე (ჩავი, პუიოლი, ვალდესი): ”ასეთი დონის ფეხბურთელების შეცვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ მათი შემცვლელები ამ მატჩზე სრულად იქნებიან კონცენტრირებულნი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ცოტა ხანი მაინც მოვდუნდეთ.” რაც შეეხება კარლეს პუიოლს მან განაცხადა: ”როდესაც შენ კაპიტანს კარგავ, ეს არასდროს არ არის კარგი ამბავი. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რას წარმოადგენს კარლესი. იგი უბრალოდ სამაგალითო ფეხბურთელია.” 

 პსჟ - რთული მეტოქე 

 ”ბარსელონას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი შეეხო ჩემპიონთა ლიგის თემას და ისაუბრა ”პარი სენ ჟერმენზე”: ”არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ”პსჟ” იოლი დასამარცხებელი გუნდია. ხელმძღვანელობამ ფული არ დაინანა და შემადგენლობა რეალურად გააძლიერა. ხალხი თვლის, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ ისინი იგივეს ამბობდნენ ”მილანთანაც”. ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს ვერ განსაზღვრავ...”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.