კაპელო: "3 ნოვატორი გუნდი მინახავს. მე-3 დღევანდელი "ბარსაა"

კაპელო: "3 ნოვატორი გუნდი მინახავს. მე-3 დღევანდელი "ბარსაა"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ მას სულ 3 გუნდი უნახავს, რომელთა თამაშიც ფეხბურთში წინ დიდი ნაბიჯის გადადგმა იყო. 66 წლის კაპელოს თქმით, პირველი ასეთი გუნდი "აიაქსი" იყო, შემდეგი - "მილანი", ბოლო კი, რა თქმა უნდა, "ბარსელონა.

"ჩემს აღქმაში, ფეხბურთის ისტორიაში 3 ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. პირველი მათგანი კრუიფის "ბარსელონაა", 70-იან წლებში. ეს იყო ტოტალური ფეხბურთელი ფანტასტიკური პრესინგით. შემდეგ იყო ჩემი და არიგო საკის "მილანი". პრესინგის მხრივ, ჩვენ რაღაც ახალი მოვიგონეთ და ძალიან კომპაქტურად ვთამაშობდით.

მე-3 ნაბიჯი დღევანდელი "ბარსელონაა". ცოტა ხნის წინ "მილანთან" გამართული თამაში ამის მტკიცებულებაა. როდესაც კატალონიელები ბურთს კარგავდნენ, ისინი მის დასაბრუნებლად ბრძოლაში მაშინვე ერთვებოდნენ. ამით, ისინი მეტოქე გუნდის მცველებს დროს არ აძლედნენ. ეს ახალი სტილია. ნამდვილად ახალი. თავიანთ თამაშში ახალი ელემენტები სხვა გუნდებსაც შეაქვთ. ისინი განსხვავებულად ურტყამენ ჯარიმებს, იგონებენ კუთხურის გათამაშების ორიგნალურ ხერხებს. მაგრამ გლობალური ცვლილებები სამმა გუნდმა განახორციელა. დაუკვირდით - მათ შორის განსხვავება 20-20 წელია. ჯერ იყო 70-იანი წლები, შემდეგ 90-იანი წლები და მე-3 გუნდს ახლა ვუყურებთ." - აცხადებს ფაბიო კაპელო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.