აბიდალის მოედანზე დაბრუნებას დღეს ელიან

აბიდალის მოედანზე დაბრუნებას დღეს ელიან

საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ "ბარსელონას" ფრანგი მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი მოედანზე დღეს ვიხილოთ. ფეხბურთელს, რომელსაც წელიწადზე მეტია არ უთამაშია, "ბარსა ბ"-სა და "ისტრს" შორის გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ელიან.

ერიკ აბიდალმა თამაშის ნებართვა 21 თებერვალს მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ ფრანგი მარცხენა მცველი სათანადო ფორმისგან შორს იყო, მას "ბარსელონას" ოფიციალურ თამაშში მონაწილეობის მიღების საშუალება აქამდე არ ჰქონია. ახლა, როდესაც "ბარსას" პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, აბიდალი და ჯონათან დოს სანტოსი "ბარსა ბ"-სთან ერთად ვარჯიშობენ. დღეს, კატალონიელთა მეორე გუნდი საფრანგეთის მე-2 დივიზიონში მოთამაშე "ისტრს" ამხანაგურად გაეჯიბრება და შესაძლოა, ეუსებიო საკრისტანის გუნდში აბიდალმაც ითამაშოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.