როურას ეპოქა დამთავრდა...

როურას ეპოქა დამთავრდა...

 როურას ეპოქა ოფიციალურად დამთავრდა. ეს განპირობებულია ვილანოვას დაბრუნებით. თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ ტიტო გუნდს 25 მარტს დაუბრუნდება 2 თვიანი პაუზის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ უკვე შემდეგ მატჩში ”სელტას” წინააღმდეგ ესპანელი სპეციალისტი მოედანზე სამწვრთნელო შტაბთან ერთად გამოჩნდეს. ეს ამბავი მთელ კატალონიას გულზე მალამოდ მოედო.

 ახლა კი ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ”ბარსელონა” როურას ხელმძღვანელობით. იგი კლუბს სათავეში ედგა 13 მატჩის განმავლობაში. ამ მატჩებში კატალონიელებმა შეძლეს 8 გამარჯვების მოპოვება, 2 ფრე და 3-ჯერ დამარცხდნენ. გუნდმა გაიტანა 32 გოლი და გაუშვა 16. ალბათ, სხვა გუნდებისთვის ეს კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ”ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ეს მხოლოდ-და-მხოლოდ კრიტიკის საბაბი იყო. ხოლო პირველი მატჩის შემდეგ ”მილანის” წინააღდეგ კულეების უმეტესობას ჩემპიონთა ლიგის იმედი დაკარგული ჰქონდა და ეს ყველაფერი როურას ბრალდებოდა. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია, ერთადერთი რისი გამოსწორებაც არ შეიძლება ეს არის კოპა დელ რეი, მაგრამ არაუშავს ერთი ესპანეთის თასით არაფერი არ დაშავდება.

ალბათ, თითოეული კულეს გულში როურა დარჩება მამაც პიროვნებად, რომელმაც დაიკავა ეს ურთულესი პოსტი. არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ ”ბარსას” მთავარი მწვრთნელობა არ უნდოდა, მაგრამ მან ყველაფერს გაუძლო. ამ კაცის გაწეული სამუშაო კლუბისადმი ნამდვილად დასაფასებელია...

[media=http://www.youtube.com/watch?v=EMQIXm5erm8]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.