ჟეფრენი:" ჩემი წასვლა კარგად მოფიქრებული მქონდა"

ჟეფრენი:" ჩემი წასვლა კარგად მოფიქრებული მქონდა"

ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელმა ჟეფრენმა, რომელიც ადრე კატალონიის "ბარსელონაში" თამაშობდა, განაცხადა, რომ მისი წასვლა კარგად მოფიქრებული და გადაწყვეტილი ჰქონდა. 

"თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ აქ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მომეცემოდა, მაგრამ ახლა ამისათვის ბრძოლა მიწევს. რა თქმა უნდა უფრო რთულ სიტუაციაში ვარ, მაგრამ "ბარსელონაში" ბრძოლასაც არ ჰქონდა აზრი. მე დავტოვე მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომ გამეგრძელებინა ჩემი გზა. ჩემი გადასვლა კარგად მოფიქრებული მქონდა." 

"არასდროს დამავიწყდება "კლასიკოში" გატანილი გოლი. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია. " - დაასრულა ჟეფრენმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.