ჩავი:" წასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"

ჩავი:" წასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ნიუ იორკში წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. 

"გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. მე მივდიოდი ნიუ იორკში. მაგრამ ბართომეუს ზარმა ყველაფერი შეცვალა. ის დაუკავშირდა ჩემს აგენტს და უთხრა, რომ მისი სურვილია მე "ბარსელონას" მაისურს ვატარებდე."

"სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდოდი, ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო "ბარსელონაში" უკვე ამოიწურა. მე გუნდში საჭიროდ თავს არ ვთვლიდი. ესპანეთის ფიასკოს შემდეგ მე შევხვდი ბართომეუს და ლუის ენრიკეს. მათ მითხრეს, რომ საჭირო ვარ გუნდისთვის, თუ მე ამას დავამტკიცებდი."

"მან მე დამარწმუნა იმაში, რომ ამ გუნდში დარჩენა ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ცოლი ნივთებს ვაალგებდით წასასვლელად."

"ახლა მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მსიამოვნებს ამ გუნდში თამაში და ვარ კონკურენტუნარიანი." - დაასრულა ჩავიმ. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.