აპრილი - უმნიშვნელოვანესი თვე
საერთაშორისო მატჩების შემდეგ ფეხბურთელები კატალონიაში დაბრუნდნენ. ტიტო ვილანოვა და ჟორდი როურა ფეხბურთელებს უმნიშვნელოვანესი თვისთვის, აპრილისთვის ამზადებენ. ამ თვეში ”ბარსას” მოუწევს 6 თამაში, რომლებიც ლა ლიგის ბედს გადაწყვეტენ. ამ 6 მატჩის შედეგი ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც იმოქმედებს. თუ ბლაუგრანა პსჟ-ს დაამარცხებს, მაშინ თვის ბოლოს ნახევარფინალისტის სტატუსი ექნება.
ჩემპიონთა ლიგა - პსჟ
შაბათს კატალონიელები ვიგოში ითამაშებენ ”სელტას” წინააღმდეგ და აპრილის თვის 2 რიცხვში მესის, ინიესტას, ჩავის და კამპანიას საფრანგეთის დედაქალაქში მოუწევთ თამაში. განმეორებითი შეხვედრა კამპ ნოუზე ჩატარდება და იქ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა ”ბარსელონა” უემბლის საგზურისთვის ბრძოლას. ჩემპიონთა ლიგის განმერობით შეხვედრას, კამპ ნოუზე უდიდესი მნიშვნელობა ექნება კულეების მხარდაჭერას.
თუ ”ბარსელონა” პარიზულ კლუბს გასცდა, ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 1/2-ფინალური ეტაპიც აპრილის თვეშია დაგეგმილი. პირველი მატჩი 23 ან 24 აპრილს, ხოლო განმეორებითი 30 აპრილს ან 1 მაისს.
ლა ლიგა
პარიზის თამაშის შემდეგ ”ბარსას” 2 თამაში მოუწევს 8 დღეში. 6 აპრილს, ლა ლიგის ფარგლებში, ხოლო ამავე თვის 10 რიცხვში განმეორებითი შეხვედრა პარიზულ კლუბთან. კატალონიელების რთული გრაფიკი ამ თამაშის შემდეგაც გრელდება, ფეხბურთელებს ფაქტიურად დასასვენებელი დრო აღარ დარჩებათ. 14 აპრილს ისინი ითამაშებენ გასვლაზე ”სარაგოსას” წინააღმდეგ. შემდეგ 2 კვირაში მათ მოუწევთ თამაში ”ლევანტესთან” და ”ატლეტიკ ბილბაოსთან”. ბლაუგრანამ იგივე ტემპში უნდა გააგრძელოს ლა ლიგაზე თამაში და სულ მალე ისინი ამ ძვირფას ტიტულს მოიპოვებენ.
შემდეგი მატჩები
30 მარტი - ”სელტა” - ”ბარსელონა”
2 აპრილი - პსჟ - ”ბარსელონა”
4 აპრილი - ”ბარსელონა” - მალიორკა
10 აპრილი - ”ბარსელონა” - პსჟ
14 აპრილი - სარაგოსა - ”ბარსელონა”
21 აპრილი - ”ბარსელონა” - ლევანტე
28 აპრილი - ”ატლეტიკი” - ”ბარსელონა”
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]