"იუვენტუსი" მარკესით დაინტერესდა
რაფაელ მარკესი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში მექსიკის ნაკრები წაგებისაგან იხსნა, მოექცა ტურინის "იუვენტუსის" თვალთა ხედვის არეში, იტყობინება კატალონიური სპორტული გამოცემა Sport. იტალიელთა გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას ძალიან სურს მექსიკელის შეძენა. მარკესი "ბარსაში" 2003 წლიდან თამაშობს და მან ამ დროის განმავლობაში 153 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "იუვენტუსს" სურს, ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც დაცვის ცენტრში, ისე ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. მარკესი კი ზუსტად ასეთია. მართალია რაფას კონტრაქტის მიხედვით კიდევ 2 წელი დარჩა "ბარსაში" სათამაშოდ, მაგრამ ტურინელები საკმაოდ სარფიანი წინადადების შემოთავაზებას აპირებენ.
წყარო:totalbarca.com
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]