ტიტო ”ნოუ კამპზე” დაბრუნდა
”მალიორკას” წინააღმდეგ შეხვედრაში ტიტო ვილანოვა ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ პირველად უხელმძღვანელებს გუნდს ”ნოუ კამპის” სათადარიგო სკამიდან. ”სელტასთან” და ”პსჟ”-სთან გამართული შეხვედრების შემდეგ გუნდი შინ ითამაშებს.
როგორც მოსალოდენლი იყო დღეს ტიტო ”ნოუ კამპის” მოედანს დაუბრუნდა. ”მალიორკასთან” მატჩის წინ ეს გუნდის ბოლო ვარჯიში იყო. სესიაში მონაწილეობას მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იღებდა, ასევე ვარჯიშობდნენ ადრიანო და პედრო, რომლებსაც ჯერ თამაშის უფლება არ აქვთ. ”ბარსელონა ბ”-დან დღევანდელ ვარჯიშზე ოიერი და დეულოფეუ იყვნენ.
გუნდი მატჩისთვის კარლეს პუიოლის, ხავიერ მასკერანოს და ლეო მესის გარეშე ემზადება, რომლებიც ტრავმირებულები არიან და აგრძელებენ ფიზიოთერაპიის კურსს. გუნდს ასევე ვერ დაეხმარება ვიქტორ ვალდესი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. მომდევნო ტურიდან მას პრიმერაში თამაშის უფლება ექნება.
ფეხბურთელები სტადიონზე 22:15 საათზე შეიკრიბებიან, ხოლო შეხვედრა ”ბარსელონასა” და ”მალიორკას” შორის თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=MKeGtWJ5hic]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]