ერთადერთი და განუმეორებელი, სანპედორელი ლეგენდა !

ერთადერთი და განუმეორებელი, სანპედორელი ლეგენდა !

 ვიცი , რომ პეპზე მოგბეზრდათ ამდენი საუბარი და მსჯელობა , მაგრამ ეს სტატია მათ ვისაც ჯერ კიდევ არ განელებია ხოსეპის მიმართ სიყვარული და ლეგენდის დაფასებაც იცის ! 


როგორ მართავდა პეპი "ბარსერლონას" ? პასუხი ამოუხსნელია.. მისი მოსვლიდან დიდი დრო გავიდა.. გავიდა , როგორც წამი და დატოვა საუკუნო შთაბეჭდილებები.. ხოსეპ გვარდიოლამ თავის ბრილიანტებთან ერთად ფეხბურთის ახალი ერა შექმნა !
გვარდიოლას ''ბარსას'' გაანალიზებას ჯერ კიდევ დიდი დრო უნდა.. ემოციები, რომ გაივლის , მერე ნახეთ თქვენ ემოციები და ევრიკას ყვირილი..
სევდა , სიხარული , ტიტულები , ემოცია , მეგობრობა , ერთგულება , თავგანწირვა , მონდომება , სიყვარული ! შეზავებულია ერთმანეთში და ქმნის ერთ დიდს ოჯახს ! "ბარსელონას" , რომელიც უფრო მეტია ვიდრე კლუბი..
სერ ბობი რობსონი , რომელიც "კამპ ნოუს" წლების განმავლობაში მართავდა , ასე იხსენებს გვარდიოლას: "მე მომწონდა პეპი.. ის დიდი მოთამაშე იყო.. მას ესმოდა თამაში და შეეძლო საკუთარი თავის მართვა.. ზოგიერთ ფეხბურთელს იმდენად აქვს დახშული ხედვა , რომ საკუთარი თავის გარდა ვერაფერს ამჩნევს.. მათთან თქვენ არანაირი შანსი არ გაქვთ , ისინი მეტ-ნაკლებად მგრძნობიარე დისკუსიაში ჩაითრიოთ.. პეპი სულ სხვაა.. მას ყველაფერში თავისი განსაკუთრებული სტილი აქვს".
ალბერტ "ჩაპი" ფერერი, ბარსელონას ყოფილი მარჯვენა მცველი , გუარდიოლასა და მისი გუნდის წარმატების ფორმულას ისევ და ისევ მწვრთნელის განსაკუთრებულ თვისებებში ხედავს: "მოთამაშე გვარდიოლა ყოველთვის რეალურად იყო ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.. მენეჯერები ყოველთვის უსმენდნენ მას და ყოველთვის ითვალისწინებდნენ მის მოსაზრებებს.. იგი დამაჯერებლად გადმოსცემდა თავის აზრს , რომლებზეც გამჭრიახი სათამაშო გეგმა იგებოდა ხოლმე.. გვარდიოლას არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი მოედანზე.. ამასთან ძალიან სწრაფად აზროვნებდა.. როდესაც იგი ბურთს მიიღებდა მან იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ბურთთან ერთად და ყოველთვის რამდენიმე არჩევანი ჰქონდა.. ის სტილი რა სტილითაც დღეს ბარსელონა თამაშობს, პეპის სტილია, მისი არსია"..
ფეხბურთის ლეგენდა იოჰან კრუიფი ფებურთს კვლავ აიმედებს : '' მალე დადგება ის დრო, როცა პეპი მეორედ მოვა ! '' ბოლო პრესკონფერენციაზეც ამ შინაარსის სიტყვებით დაგვაიმედა პეპმა , რაც ლოდინის მიზეზს გვაძლევს ! გვარდიოლას იოჰან კრუიფის ფეხბურთის სკოლა აქვს გავლილი.. კრუიფი ამბობდა: ჩემი გუნდი ასი პროცენტით უნდა დაიხარჯოს. სხვა შემთხვევაში ის არ იქნება
ნამდვილი ''ბარსელონა'' !
ადამიანი , რომელიც არასდროს შემცდარა არასდროს უცდია რაიმე ახლის გაკეთება.. ის უაზროა ! ადამიანების უმრავლესობა ახლის გაკეთებას შეცდომის შიშით გაურბის , მაგრამ ეს შიში უადგილოა.. ადამიანი , რომელიც მარცხდება გაცილებით მეტს იგებს იმაზე თუ როგორ უნდა გაიმარჯვო , ვიდრე ის ვისთანაც წარმატება უეცრად მიდის.. მადლობა ღმერთს იმისთვის , რომ დღეს სწორედ ასეთი მწვრთნელით , ფეხბურთელებითა და ფედერაციით არის ''ბარსელონა'' დაკომპლექტებული !

და ეს ის ''ბარსაა'' , რომელსაც ყველაფერი შეუძლია !
ახლა კი რის თქმა შეგვიძლია იმის გარდა , რომ შემცვლელი დაგვიტოვა , როგორც ესპანელები იტყვიან "კლონი" !
და დღეს ! დღე როცა გმირები ბრუნდებინ , რომლებმაც დაამრცხეს კიბო ! ისინი ბრუნდებიან და ყველაფერი წინაა !

[media=http://www.youtube.com/watch?v=ZyzuV3pibs8]


[media=http://www.youtube.com/watch?v=-XObFaO6Hhs]


[media=http://www.youtube.com/watch?v=LDNtZkE7xyc]

ჯერემი რენერი 

სპეციალურად Barcamania.Ge-თვის ©

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.