დემიჩელისი: "შეცდომის დაშვების შემდეგ ვიგრძენი, თუ როგორ მლანძღავდა 40 მილიონი არგენტინელი"
არგენტინის ნაკრების მცველმა, მარტინ დემიჩელისმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სამხრეთ კორეასთან მატჩისას, დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა და მოწინააღმდეგემ ამით ისარგებლა, რის შედეგადაც იმ დროისათვის ანგარიში 2:1 გახდა, თუმცა შემდეგ ამას იგუაინის დუბლი მოჰყვა და საბოლოო ანგარიში 4:1 დაფიქსირდა. დემიჩელისმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა მას ძალიან დაეხმარა ამ შეცდომის ადვილად გადატანაში.
"შეცდომის დაშვების შემდეგ ვიგრძენი, თუ როგორ მლანძღავდა 40 მილიონი არგენტინელი, მთელი სამწვრთნელო შტაბი და ჩემი 22 პარტნიორი. მარადონა–ფენომენი ადამიანი. მან ძალიან ბევრი მელაპარაკა და მითხრა, რომ შემიძლია მისი და თანაგუნდელების იმედი მქონდეს. მან მირჩია დავივიწყო ეს შეცდომა და ვითამაშო ისე როგორც აქამდე ვთამაშობდი. ეს ჩემთვის იყო ძალიან საჭირო მხარდაჭერა." განაცხადა დემიჩელისმა.
წყარო: sports.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]