მარადონა: "პალერმოს გოლი ჩემი შეკვეთილი იყო"

მარადონა: "პალერმოს გოლი ჩემი შეკვეთილი იყო"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩისას, დარწმუნებული იყო, რომ მარტინ პალერმო მოახერხებდა საბერძნეთის ნაკრების კარის დალაშქვრას. როგორც მოგეხსენებათ პალერმო მოედანზე თამაშის მიწურულს შემოვიდა და იგი გახდა მეორე გოლის ავტორი, რომელიც გავიდა მატჩის 89–ე წუთზე. საბოლოო ანგარიში 2:0 დაფიქსირდა.

"მე ვუთხარი პალერმოს, რომ გასულიყო მოედანზე და გაეტანა გოლი. ჩემს დამხმარეებს იგუაინის მოედანზე გასვლა სურდათ, თუმცა მე მათ ვუთხარი, რომ მატჩში მარტინი უნდა ჩართულიყო და არა გონსალო. მითუმეტეს იმ დროისათვის მთელი სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელები ძალიან გამოლეულები იყვნენ." განაცხადა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი და დააგროვა ცხრა ქულა. ასე და ამგვარად მარადონას შეგირდები გავიდნენ 1/8 ფინალში, სადაც მათი მოწინააღმდეგე მექსიკის ეროვნული ნაკრები იქნება.

წყარო: soccer.ru 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.